Tuesday, January 29, 2013


























“კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” (CENN) არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1998 წელს და აქტიურად მუშაობს შემდეგი ხუთი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ინსტიტუციური განვითარება, გარემოსდაცვითი კვლევა და პოლიტიკა, რესურსების მართვა, საერთაშორისო მოთხოვნებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მართვა და გარემოს დაცვა და კომუნიკაცია.
CENN-ი საქმიანობებს ახორციელებს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე მთელი კავკასიის მასშტაბით.
ორგანიზაციის მისიაა თანამედროვე, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და პრაქტიკის დამკვიდრება საზოგადოებისა და გარემოს ურთიერთკავშირის გზით.
2011 წლის 22 მაისს დედამიწის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა cenn-ის და usaid-ის ერთობლივი ”კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის,, კონკურსი, სადაც გამოვლინდა რამოდენიმე რეგიონალური სკოლის გამარჯვებული მოსწავლე.მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და წამახალისებელი პრიზებით.სამი დღე იმყოფებოდნენ ბულაჩაურის CENN -ის მწვანე ცენტრში და 22 მაისს დედამიწის დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ ვარდების მოედანზე სადაც გამოფენილი იყო საწვავ დამზოგავი ავტომობილები.


კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ა.წ. 31 მარტს ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე ტარდება ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქცია – „დედამიწის საათი 2012”. ამ აქციის ფარგლებში მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში გამოირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება.
აქციის მიზანია მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა. 2011 წლის აქციაში მონაწილეობა მიიღო 5000-ზე მეტმა ქალაქმა და სიმბოლური მნიშვნელობის 1300-ზე მეტმა ძეგლმა. აქციის ერთ–ერთი უმთავრესი ყოველწლიური მიზანია მოსახლეობის ჩართვა და მისი ინფორმირება ღონისძიების მნიშვნელობის თაობაზე.
აქციის მსვლელობისას გამოირთვება ისეთი მნიშვნელოვანი შენობების განათება, როგორიცაა: სიდნეის საოპერო თეატრი, სან–ფრანცისკოს ”გოლდენ გეით” ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბერგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ. 2012 წლის აქციაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით ქალაქი და სიმბოლური მნიშვნელობის ასობით ძეგლი. აქციაში ჩაერთვება მოსახლეობაც, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გამორთავს ელექტროგანათებასა და ელექტროხელსაწყოებს საცხოვრებელ სახლებში.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიზანია, გასული 3 წლის მსგავსად, უზრუნველყოს ამ ინიციატივაში საქართველოს ჩართვა. CENN „დედამიწის საათის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მუდმივ კავშირშია „დედამიწის საათის“ გლობალურ გუნდთან სიდნეისა და სინგაპურში. „დედამიწის საათის“ აქციის ფარგლებში 2009, 2010 და 2011 წლებში CENN–ის ინიციატივითა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძისა და მუნიციპალური შენობების გარე განათება. ასევე, „დედამიწის საათის“ ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და სხვა ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.
აქციას „დედამიწის საათი საქართველო“ უკვე შეუერთდნენ:
· საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო
· საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
· ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
· ქალთა ფონდი საქართველოში
· საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია (AYPEG)
· Oceans Project Georgia
· რეგიონალური ტელევიზია „ბორჯომი“
· არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“
· დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
· გორის ავტოკემპინგის დევნილთა კომპაქტური დასახლება
· ბორჯომის პლატოს დევნილთა კომპაქტური დასახლება
· CBO „თემქა–ზღვისუბანი“
საინფორმაციო მხარდაჭერას აქციას „დედამიწის საათი“ უწევენ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
იმედი გვაქვს, რომ მონაწილეთა შორის თქვენც და თქვენი ორგანიზაციაც იქნება.
ეს ღონისძიება გაშუქდება მედიასაშუალებებით, როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას, მიიღოთ მონაწილეობა აქციაში „დედამიწის საათი 2012“ და გამორთოთ ელექტროგანათება შაბათს, ა.წ. 31 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ აქციის ოფიციალურ ვებ–გვერდს:http://www.earthhour.org
აქცია დედამიწის საათი–ს ოფიციალური ორგანიზატორები საქართველოში:
CENN, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).
„დედამიწის საათი საქართველო“ ოფიციალური ვებ გვერდი:http://earthhourgeorgia.wordpress.com/


























მსოფლიო დიდი საშიშროების წინაშეა ემუქრება თუ არა მსოფლიოს 10 საოცრებას განადგურება დაახლოებით 2030 წელს?
ტურისტულმა პორტალმა “Budget Travel”-მა, გაქრობის პირას მისული ბუნების 10 საოცრების ნუსხა გამოაქვეყნა. მათი განადგურების თარიღად მეცნიერები 2030 წელს ასახელებენენ.


  1. ბელიზის ბარიერული რიფი – მნიშვნელოვნად დაზარალდა. მრავალ ადგილას მან მარჯნების 50% დაკარგა, ისინი გაუფერულებას ამ დრომდე განაგრძობენ. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა




.


















2. კონგოლეზის ღრმული – ეს ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე მასივია, რომლის ფლორისა და ფაუნის ორი-მესამედი 2040 წლისთვის, გაეროს დასკვნის თანახმად, განადგურდება. მისი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარემოს დამცველები ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ. ამჟამად ტყეებს ინტენსიურად ჩეხავენ, რადგან ფერმერები პირუტყვისთვის საძოვრის ნაკლებობას განიცდიან. აფრიკაში მაღაროების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს.


3. მკვდარი ზღვა – ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი მოცულობა მესამედით შემცირდა, ზღვის დონემ კი 24 მეტრით დაიკლო. შედეგად დაახლოებით 50 წელიწადში მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს. ამასთან, კოსმეტიკის მწარმოებლები ზღვის ფსკერის მინერალურ მარაგს ანადგურებენ.

4.ევერგლეიდსის ეროვნული პარკი (აშშ, ფლორიდა)-ფლორიდის პარკის ტერიტორია ერთადერთი ადგილია, სადაც ფლორიდული პანტერა ბინადრობს, პარკის მოცულობა უკვე 60%-ით შემცირდა.

5.მადაგასკარი – თუკი ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეების გადარჩენაზე არ იზრუნებენ, 35 წელიწადში ისინი მთლიანად გაიჩეხება და დაიწვება. მადაგასკარის მკვიდრნი კი დაიღუპებიან.

6. მალდივის კუძულები -თუკი გლობალური დათბობის პროცესი გაგრძელდება, ეს კუნძულები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ, ჩაიძირება.

7.ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები -გლობალური დათბობა განადგურებით ანტარქტიდის პინგვინების 80%-ს ემუქრება. არქტიკაში ამ ბედს თეთრი დათვებიც გაიზიარებენ. პოლარული ყინულის დადნობასთან ერთად, ეკოსისტემები იღუპებიან. 20-40 წლის შემდეგ ანტარქტიდაში ახალი ყინულის მასივები აღარ შეიქმნება.

8. ვეფხვების პოპულაცია – ვეფხვების ნახევარზე მეტი ინდოეთის ბინადარია. მსოფლიოში მათი რაოდენობა ამჟამად 3200-ია. ვეფხვები, შესაძლოა, 12 წელიწადში მთლიანად განადგურდნენ. მარტო ჩინური ტრადიციული მედიცინის საჭიროებისთვის დღე-ღამეში საშუალოდ თითო ვეფხვს კლავენ.
9.ტაჰუამანუს ჯუნგლები (პერუ) -პერუს პროვინციაში მადრე დე დიოსში წითელი ხის მარაგი მოიპოვება. წითელი ხე ტაჰუამანუს ჯუნგლებში ხარობს. უკანონო ჩეხვის გამო ხეების რაოდენობა დღითიდღე ნადგურდება. მხოლოდ აშშ წითელი ხის 80 %-ს მოიხმარს. ხისგან ავეჯს აწარმოებენ.

10. იანძის მდინარის აუზი-მკვლევარებმა აღიარეს, რომ ამ რეგიონში არსებული ფლორა და ფაუნა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მაგრამ ტურისტების მიერ დახარჯულმა თანხებმა, შესაძლოა, ბუნება განადგურებისგან იხსნას.

გლობალური დათბობა




გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.