ქარხნები რომლებიც გარემოს აბინძურებს


შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურა ბოლო პერიოდში მუდმივად იზრდება  XX  საუკუნეში მან 0,6  გრადუსით მოიმატა . ამის მთავარი მიზეზად  ატმოსფეროში სათბური აირების  კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას მიიჩნევენ.თბოელექტრო სადგურები , ავტომობილები,  ქარხნები ატმოსფეროში ყოველწლიურად 22 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგსა და სათბურის ეფექტის მქონე სხვა აირებს გამოყოფენ . გამოთვლილია, რომ ტემპერატურის 10 გრადუსით მომატება მსოფლიო ოკეანის წყლის დონის  5–6 მეტრით აწევას გამოიწვევს , რის შედეგაგაც მსოფლიოს მრავალ კუთხეში დაიტბორება სანაპირო ზოლი . ტემპერატურის მატება გააძლიერებს აორთქლებას ,რაც გაზრდის ნალექების რაოდენობას . შეიცვლება კლიმატი მთელს მსოფლიოში.


ამამ პრობლემის გადასაჭრელად, განვითარებულ ქვეყნებში, დიდი თანხა იხარჯება, იქმნება პროექტები. აქედან გამომდინარე, უფრო უკეთესად უნდა იყოს საქმე, მაგრამ მთალად ასეც არაა. ამ ქვეყნებში დღეს უკვე ქარხნების მიერ გამოყოფილი მავნე აირების გაწმენდა შესაძლებელია. უკვე არსებობს ტექნოლოგიები. რაც შესაძლებლობას იძლევა, არ გამოიყოფოდეს საშიში, მჭვარტლიანი აირები, გასუფთავებული გამონაბოლქვი ჩვეულებრივი ღრუბლის ფენის სახით ავიდეს ცაში და აღარ დააბინძურდეს ატმოსფერო. განვითარებადი ქვეყნები ჩამორჩებიან ამ საკითხთან ბრძოლაში. ბევრ ქვეყნაში წინა პლანზე არ არის ეკოლოგიური პრობლემები წამოწეული, უმთავრესი მაინც სარჩო-საბადებლის მოპოვებაზე ზრუნვაა. სხვადასხვა მეცნიერების დასკვნა ემყარება შეხედულებას, რომ ღარიბი ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და შედარებით იაფფასიანი ენერგია.

No comments:

Post a Comment