მანქანის გამონაბოლქვი




ჰაერის ინტენსიურ დამბინძურებელს წარმოადგენს ავტოტრანსპორტი. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება, მოტორიზაციის დონისა და ქვეყნების ურბანიზაციის ზრდასთან ერთად. ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯელ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერტთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანდბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200მლნ. ავტომობილი გამოყოპს 200მლნ. ტონა ნახშიროჟანგს, 40მლნ ტონა ნახშირწყალბადს და 20მლნ. ტონა აზოტის ოქსიდებს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევს წარმოადგენს ნახშიროჟანგი, ბენზინზე მომუშავე ძრავისათვის მეტედ დამახასიათებელია აზოტის ოქსიდების, სხვადასხვა ნახშირწყალბადების კანცეროგენების 3,4 ბენზეპირების ჩათვლით, ალდეჰიდების, გოგირდოვანი აირების გამოყოფა. ამის გარდა ბენზინის ძრავები გამოყოფენ ტყვიის, ქლორის, ბრომის ხანდახან ფოსფორის შემცველ პროდუქტებს. დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავებისათვის დამახასიათებელია მურის მნიშვნელოვანი რაოდენობის და აგრეთვე ულტრამიკროსკოპული ზომის ჭვარტლის ნაწილაკების გამოყოფა. 
ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ნახშიორჟანგია, იგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას.
მანქანის გამონაბოლქვი აირები საკმაოდ საშიშ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს არაორგანული ტყვიის შემცველი ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება ბენზინში ოქტანური რიცხვის ასაწევად დამატებული ტეტრაეთილტყვიის წვისას. დიზელური ძრავების გამონაბოლქვებში ტყვია არ ფიგურირებს.
მსხვილი ქალაქების ატმოსფეროში სხვადასხვა ნივთიერების დიდი რაოდენობით დაგდროვებასთან დაკავშირებით მე-20 საუკუნეში ადგილი აქვს ბუნებაში ახალი ტიპის ფენომენის ე.წ. სმოგის წარმოქმნას. განასხვავებენ სმოგის ორ ტიპს: ლონდონოს და ლოსანჟელესის, იმ ქალაქების სახელწოდების მიხედვით, სადაც იგი პირველად აღმოაჩინეს. ლონდონის სმოგი წარმოიქმნა 1952წლის 5დეკემბერს და 3-4 დღეში 400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოგი რამდენიმე ასეულ ტონა კვამლსა და გოგირდოვან ანჰიდროდს შეიცავდა. ასეთი ტიპის სმოგი მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შეიმჩნევა. სმოგის ძირითად მოქმედ კომპონენტს წარმოადგენს გოგირდმჟავა აეროზოლთან შერწყმული გოგირდოვანი აირით.
ლოსანჯელესში სმოგი თბილ თვეებში შეიმჩმნეოდა. ეს სმოგი წარმოადგენს მშრალ ნისლს 70%-მდე ტენიანობით. ასეთ სმოგს ფოტოქიმიური ნისლი ეწოდება. 
საზღვაო და სამდინარო ხომალდები იწვევენ ნავსადგურების, პორტების და სხვა არხების მისადგომების ჰაერის ლოკალურ დაბინძურებას. დაბინძურების წყაროები არის გემის ძრავები. 
ამ დაბინძურებას მოჰყვება:სტიქიური მოვლენები(ტემპერატურის ცვლილება,წყალდიდობა,მიწისძვრა,ვულკანი,ცუნამი,მეწყერი)


რა თქმა უნდა არსებობს ამის ალტერნატიული გზაც,ვინაიდან გამოვიდა ელექტრო მობილი რომელიც უსაფრთხოა გარემოსთვის და ხალხისთვის.

No comments:

Post a Comment