ეკოლოგიის განადგურება


 გლობალური დათბობის ბუნებრივ პროცესებთან ერთად მოქმედებს ხელოვნური ფაქტორებიც, რითაც ადამიანი ამ პროცესებს აჩქარებს. 

მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია. ასეთი მრავალი ფაქტორი არსებობს, მაგალითად: ტრანსპორტის გამონაბოლქვი, უზარმაზარი მტვრის ნაწილაკები, რომელიც გვხვდება ატმოსფეროში. ეს ყოველივე მზის ენერგიას ემატება და იქმნება „სათბურის ეფექტი“ ანუ დედამიწაც გამოყოფს დამატებით ტემპერატურას და ეს, საბოლოო ჯამში, რეაგირებს ყველაფერზე. მათ შორის, ოზონის შრის გაფართოებაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენაა დედამიწაზე და პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, რაც ადმიანის მიერ ხელოვნურადაა გამოწვეული და გამონაბოლქვის სახით გროვდება ატმოსფეროში, თავს იყრის არა აფრიკის, ავსტრალიის, აზიის, ევროპის, ამერიკის თავზე, არამედ, გროვდება ანტარქტიდაზე. თბილისის, მოსკოვის, რიო-დე-ჟანეიროს სასათბურე აირების გამონაბოლქვით რომ დაბინძურებული ატმოსფერო გროვდება ერთ წერტილში, ამ შემთხვევაში, ანტარქტიდის თავზე. კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორებიც არის გვალვა და წყალდიდობა. ამის გამო უკვე შეიქმნა ბევრი სირთულე - ავსტრალიაში კატასტროფული ხანძრები, ხალხის სიკვდილი სიცხისგან ევროპაში. ამას გარდა, ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. 

მაგალითად, გლობალური დათბობა და სტიქიის მძვინვარება ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეზე ერთნაირად არ აისახება. რაჭაში, სვანეთში, კახეთში უფრო მეტად მძვინვარებს სტიქია. სტიქიური პრობლემები ნაკლებად აქტუალურია დედოფლისწყაროში, მაგრამ გლობალური დათბობა იქაც მოქმედებს დროთა განმავლობაში. თუ ახლა ნახევრად უდაბნოებია დედოფლისწყაროში, გლობალური დათბობის შედეგად შესაძლოა, მომავალში უდაბნო მივიღოთ. მაგალითად, ამ რეგიონში იყო ყაჯირის ტბა, რომელიც რუკებზეცაა დატანილი, მაგრამ გასულ წელს  ტბა დაშრა და მდელოდ იქცა. იგი შეეწირა გლობალური დათბობის ბუნებრივ პროცესს.





















  • ოკეანის დაბინძურება
ოკეანებში ჩაღვრილი ნავთობი ძალიან ვნებს ოკეანის ფლორასაც და ფაუნასაც. ეს ნავტობი ფარავს წყლის დიდ ნაწილს კლავს ყოველივე ცოცხალს და ზიანს აყენებს სანაპირო ზოლს. 1978 წელს ატლანტის ოკეანეში, საფრანგეთის სანაპიროებთან, კლდეს შეეჯახა და შუაზე გაიპო ტანკერი “ამოკო კადისი” რომლის შედეგად 230000 ტონა ნავთობი ჩაიღვარა ზღვაში და 2000 კვ.კმ-ზე გიგანტური აპკის ფორმირება მოჰყვა, რამაც ევროპის ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.
  • ტყის მასიური გაჩეხვა




No comments:

Post a Comment